კორონავირუსი საქართველოში

კალაძე: სულიერი მამები შეუწყობენ ხელს წესების დაცვას, წესები უკლებლივ ყველამ უნდა დაიცვას

საკუთარი რწმენის სიმყარე, საკუთარი რიტუალების დაცულობა შეიძლება იმ პირობებშიც და იმ წესების დაცვით, რაც ამ ეტაპზე არის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი. მე დარწმუნებული ვარ, ამ შეთანხმების ფარგლებში, ჩვენი სულიერი მამები, მეუფეები, საპატრიარქო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული წესების დაცვას, შეუწყობს ხელს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვას და ილოცებს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი  მოავალი თაობებისთვის.

ქვეყანაში მოქმედებს ერთიანი საკარანტინო წესები, კომენდანტის საათი, ეს ეხება უკლებლივ ყველა დღეს, გამონაკლისის გარეშე. ეს წესების დაცვა მიმართულია ყველაზე. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, უკლებლივ ყველამ, გამონაკლისის გარეშე, უნდა დაიცვას ეს წესები

თბილისის მერი კახა კალაძე იმედის ეთერში. კორონავირუსის შიდა გავრცელების და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ გრძელდება და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ. აღდგომის ღამეს ეკლესიებში წირვა მაინც აღევლინება. კომენდანტის საათის დასაცავად კი, მრევლი ეკლესიებში დილის ექვს საათამდე დარჩება. ამ შეთანხმებას მთავრობა ოქროს შუალედს უწოდებს.

კომენტარები