ახალი კორონავირუსი საქართველოში

მიტროპოლიტი იოსები COVID 19-ის გავრცელებაზე: მაღაზიებში ისეთი ამბებია, ეკლესია მონაგონია

თუ სახლში დარჩებით, ცოდვა არ არის. შეგიძლიათ, დარჩეთ სახლში, თუ რაიმე ისეთი დაავადებები გჭირთ, ან გეშინიათ, მერე რა, მეც მეშინია, იცით?! ვერ გეტყვით, რომ არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია, ვიდრე ამ ვირუსის. არ შემიძლია წირვა რომ არ ჩავატარო.

რომც დამემართოს კორონავირუსი რა პრობლემაა, რა ვიცი, შეიძლება, ქუჩაში დამემართოს, სუპერმარკეტში ისეთი ამბებია, ეკლესია მონაგონია. ნებისმიერ ადგილას შეიძლება, დამემართოს ეს ვირუსი. რა ვქნა, თუ ღვთის ნებაა, დამემართება, თუ არაა ღვთის ნება არ დამემართება.

ამბობს ქადაგებისას შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები.

კომენტარები