კორონავირუსი და ეკლესია

წულუკიანი: ერთადერთი მისაღები პოზიციაა, დავრჩეთ სახლში და არ მივიტანოთ ეკლესიაში ვირუსი

მე ვესწრებოდი ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ერთერთ მოლაპარაკებას. მინდა ღიად ვთქვა, როგორც მოწმემ - ეკლესია მაღალი პასუხისმგებლობით ათვითცნობიერებს იმას, თუ რას გვეუბნებიან ეპიდემიოლოგები. მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არის მოდაში რადიკალური მოსაზრებები, ერთი მოსაზრება ამბობს - თუ ხარ მორწმუნე და გსურს იყო იქ, სადაც ყოფნასაც ნატრობდი ამდენი დღე, ესეიგი შენ ხარ ბნელი. ან თუ ამას შეურაცხყოფ ხმამაღლა და არ მიდიხარ ეკლესიაში, შენ ხარ სინათლე და ჭეშმარიტება.

არც ერთია მისაღები პოზიცია და არც მეორე. ერთადერთი მისაღები პოზიციაა - ჩვენ დავრჩეთ სახლში. წირვა იქნება, სასულიერო პირების საქმეა ეს, მღვდელი იმისია, რომ წიროს, მითუმეტეს აღდგომის ღამეს. მაგრამ მე პირადად არ ვიქნები ტაძარში იმის მორიდებით, რომ იქ მდგომ სხვა მოქალაქეს რამე არ გადავდო, იმის მორიდებით, რომ ეკლესიას არ მივუტანო ვირუსი და არ მივაყენო აუნაზღაურებელი დარტყმა, რომელაც ის ასეთ შემთხვევაში მოქალაქის ქცევის გამო მიიღებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედის ეთერში, კორონავირუსის შიდა გავრცელების ფონზე ეკლესიებში წირვა-ლოცვების გაგრძელებაზე. აღდგომის ღამეს ეკლესიებში წირვა მაინც აღევლინება. კომენდანტის საათის დასაცავად კი, მრევლი ეკლესიებში დილის ექვს საათამდე დარჩება. ამ შეთანხმებას მთავრობა ოქროს შუალედს უწოდებს.

კომენტარები