კორონავირუსი

ბრაზილიაში კორონავირუსისგან 99 წლის II მსოფლიო ომის ვეტერანი გამოჯანმრთელდა

Reuters/Brazil Military handout

ბრაზილიაში კორონავირუსისგან 99 წლის კაცი გამოჯანმრთელდა. ის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია.  

ერმანდო პივეტა 23 მარტიდან სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მას კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა, მას შემდეგ, რაც სიმპტომების გამოვლენის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. კაცი 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა და სამშაბათს, 14 აპრილს გაწერეს. ბრაზილიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პივეტა ყველაზე ასაკოვანია, ვინც ბრაზილიაში კორონავირუსი დაამარცხა. 

"მისი დიაგნოზი ასაკის გამო სერიოზული იყო. მაგრამ მოულოდნელად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ასეთი შემთხვევები გვაძლევენ სიმამაცეს, რომ გავაგრძელოთ ეს ბრძოლა", - თქვა პივეტას ექიმმა. 

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 29 015 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 14 026 ადამიანი გამოაჯნმრტელდა, 1 760 კი გარდაიცვალა.

კომენტარები