ეკლესია და კორონავირუსი

მეუფე საბა: პასუხისმგებლობა სინოდზეა, ჩვენი სიტყვა საფრთხის აცილებას უნდა უწყობდეს ხელს

მე, როგორც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და ნურავინ ხელებს ნუ დავიბანთ.

პასუხისმგებლობა არის ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რაზეც შევთანხმდით სახელმწიფოსთან. იმის ვაჟკაცობაც გვეყოს, რომ მრევლს არ გადავაბრალოთ - ჩვენ რასაც ვეტყვით, ის უნდა გააკეთოს მრევლმა. აროცა მრევლს არჩევანის წინაშე ვაყენებთ, ჩვენ არ ვიცით, შედეგები რა იქნება. აღდგომას ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ეკლესიაში.

ჩვენი თითოეული ნაბიჯი და წარმოთქმული სიტყვა უნდა იყოს ხელისშეწყობა ამ საფრთხის აცილებისათვის და არა ადამიანების პროვოცირება, რომ თითქოს დღეს გვდევნიან და ეკლესიებს გვიკეტავენ. ეკლესიებს არავინ კეტავს, ჩემო კარგებო...დღეს თქვენ არავინ გართმევთ სარწმუნოებას, ქრისტეს სიყვარულს.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ტვ პირველის ეთერში საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებებს და განცხადებებს აფასებს.

კომენტარები