კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ჩვენ გვერდით არიან ინფიცირებულები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებული

აბა, რატომ ვლაპარაკობთ იმას, რომ ქვეყანაში ფართო შიდა გადაცემაა დაწყებული. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებული.

ისინი გადამდები ხდებიან უკვე სიმპტომების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. შეიძლება, იმ დღეს საერთოდ არაფერი ჰქონდეთ. როდესაც მცირედით გამოხატული სიმპტომებია, უკვე გადამდებია. ასეთები დღეს ჩვენ გარშემო არიან. ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ისინი. ამიტომ ვამბობთ ამდენი ხანია, რომ შიდა გადაცემა დაიწყო...

ისინი მოვლენ თქვენთან სტუმრად და თქვენ ყველას ავად გაგხდიან. ისინი მივლენ ეკლესიაში და გახდიან იქ ყველას ავად. გავიგოთ ეს. 

 

კომენტარები