კორონავირუსი საქართველოში

დეკანოზი ანდრია: აღდგომას საფლავზე გასვლა ხალხური ტრადიციაა, თუ არ გავალთ, არ ირღვევა რამე

აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას. ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა დღევანდელ რეალობას. ამიტომ, აქაც არაფერი არ ირღვევა, თუ ჩვენ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებში გათვალისწინებით იმ შეზღუდვების, რასაც გვიწესებს ხელისუფლება, რომ არ გავიდეთ საფლავზე

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობამ სასაფლაობზე 10 დღით შეზღუდვა დააწესა. ამასთან, საპატრიარქოს და მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის ღამეს ტაძრები არ დაიხურება, მრევლი კომენდანტის საათის დროს ლიტურგიას დაესწრება და ეკლესიებს დილის 6 საათის შემდეგ დატოვებს. ხელისუფლება კი ტაძრებში სოციალურ დისტანცირებას უზრუნველყოფს.

კომენტარები