ეკლესია და კორონავირუსი

ბოკერია: საქართველო არ არის ირანი, სადაც რელიგიური ლიდერები მართავენ ქვეყანას

საქართველო არ არის ირანი, სადაც ერთი ყველაზე მსხვილი რელიგიური ჯგუფის ხელმძღვანელები მართავენ ქვეყანას და ადგენენ კანონებს, თავისთვის და სხვისთვის. საქართველოს სამოქალაქო, სეკულარული სახელმწიფოა და კონსტიტუციით იმართება.

დიახ, საქართველოში ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიაა ყველაზე მსხვილი, ყველაზე ტრადიციული და დიდი ისტორიული როლის მქონე, მაგრამ ეს არის მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანა, სადაც კანონის წინაზე ყველა თანასწორია. ქრისტიანული რელიგიით და ამ ინსტიტუტით გამართლება რაიმე ზომების არ მიღების, რომელიც ხელისუფლების აზრით საჭიროა მოქალაქეების დაცვისთვის, არის უდიდესი უპასუხისმგებლობა.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია კორონავირუსის გავრცელების ფონზე ეკლესიის ქმედებებზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

კომენტარები