ფულადი გზავნილები

მარტში ფულადი გზავნილების შემოსვლა 9%-ით შემცირდა

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მარტში საქართველოში შემოსული გზავნილების მოცულობამ 125.9 მილიონი დოლარი, ანუ 382.7 მილიონი ლარი შეადგინა.

გასული წლის მარტთან შედარებით, შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 12.5 მილიონი დოლარით, შესაბამისად, 9%-ით შემცირდა.

გაიზარდა საქართველოდან გასული გზავნილების მოცულობა. 2020 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.4 მილიონი დოლარი გაგზავნეს, რაც 10.1%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

გადმორიცხული თანხის მოცულობა ყველაზე მკვეთრად რუსეთიდან (28.32%-იანი კლება), საფრანგეთიდან (კლება - 18.75%) და ესპანეთიდან (კლება - 18.56%) შემცირდა.

კომენტარები