კორონავირუსი

Covid-19-ის გამო მოსკოვის საავადმყოფოებთან სასწრაფო ავტომობილების რიგები დგას [VIDEO]

სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მოსკოვის საავადმყოფოებთან სასწრაფო ავტომობილების რიგები დგას. 

ვიდეო, სადაც საავადმყოფოსთან სასწრაფო დახმარების რიგი ჩანს, რუსულმა სამთავრობო მედიამაც გააიზარა:

RFE/RL-ის ინფორმაციით, ზოგიერთი სასწრაფოს ავტომობილი საავადმყოფომდე პაციენტის მისაყვანად საათები იცდის. 

"ჩვენ ახლახანს მივიყვანეთ პაციენტი. 9 საათს ვიცდიდით," - ამბობს ერთი მამაკაცი ვიდეოში.

ერთერთი პაციენტი, ელენა ალიხაშკინა ინტერვიუში აცხადებს, რომ ის სამ საათნახევარი უცდიდა სასწრაფო დახმარებას. როდესაც სასწრაფო დახმარების ექიმები მასთან მივიდნენ, ექიმი 40 წუთის განმავლობაში ცდილობდა ცხელ ხაზზე დაკავშირებას, რათა გაერკვიათ, თუ სად შეეძლოთ მისი წაყვანა. 

"როდესაც მივედით [საავადმყოფოში], 30 სასწრაფო დახმარების მანქანა ჩვენ წინ უკვე რიგში იდგა," - ალიხაშკინა 2 საათი რიგში იდგა რიგში.

მოსკოვის მე-15 საავადმყოფოში ასევე აცხადებენ, რომ საავადმყოფო უკვე გადატვირთულია.

ექიმ ირინა შეიკინას თქმით, საავადმყოფოში უკვე 1 500 პაციენტი წევს პნევმონიით - "საწოლები არ არის. პაციენტებს ათავსებენ იქ, სადაც თავისუფალი ადგილია. სასწრაფო დახმარების მიწოდების სერვისს ვუთხარით, რომ 180 თავისუფალი ადგილი გვქონდა, თუმცა 303 პაციენტი მოიყვანეს".

მოსკოვის საავადმყოფოებში თავდაცვითი აღჭურვილობის გამოლევაზე, პრეპარატების ნაკლებობაზეც საუბრობენ. 

RFE/RL-მა მოსკოვის საავადმყოფოში მომუშავე ერთერთი ექიმი ანონიმურად ჩაწერა, რომელიც ამბობს, რომ ბევრი ხელოვნური სუნთქვის აპარატი არ მუშაობს. ის თავის კოლეგების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოსკოვის ბევრ საავადმყოფოში მსგავსი მდგომარეობაა.

RFE/RL ანონიმურად, ერთერთ ექიმზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მათ უკვე 70 კმ-ის მოშორებითაც მიჰყავთ პაციენტები.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მდგომარეობა არ უმჯობესდება. 

მხოლოდ 13 აპრილს რუსეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2 558-მდე გაიზარდა. 14 აპრილის ამჟამინდელი, რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი ვირუსით დაავადების 21 102 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილია 170 პაციენტი. 1 694 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები