აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კანდიდატურას დაუჭირა მხარი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ჯო ბაიდენის კანდიდატურას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 

"სიამაყით ვუჭერ მხარს ჩემს მეგობარს ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში. ჯოს აქვს გამოცდილება და საჭირო ხასიათი, რათა ყველაზე რთულ დროში წინ გაგვიძღვეს", — განაცხადა ბარაკ ობამამ. 

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. გუშინ, 13 აპრილს იგივე განცხადება გააკეთა ბაიდენის ყოფილმა კონკურენტმა და ვერმონტის სენატორმა, ბერნი სანდერსმა. 

სანდერსი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლას 8 აპრილს გამოეთიშა, რის შემდეგაც ერთადერთ კანდიდატად ჯო ბაიდენი რჩებოდა. 

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

კომენტარები