კორონავირუსი

გახარია: შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა. მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ვერავინ აკეთებს პროგნოზს, როდის იქნება კორონავირუსის გავრცელების პიკი.

ამის გამო, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი - შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. ასევე, პრემიერი პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივებას სთხოვს.

კომენტარები