თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტების 60%-ზე მეტს პნევმონია აქვს. აქედან 3-ის მდგომარეობა მძიმეა, ერთის - პრობლემური.
"არის მძიმე პნევმონიები და არის პრობლემურად, კრიტიკულ სიტუაციებს მიახლოებული პნევმონიები. ძალიან მძიმე პნევმონიით ჩვენთან 3 პაციენტია. ჯერჯერობით ერთთან მეტი პრობლემები გვაქვს, დანარჩენ ორთან თითქოს სტაბილიზაცია მიღებულია და იმედია ასე გაგრძელდება"- თქვა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ სხვა პაციენტები მკურნალობას ექვემდებარებიან.
მისივე თქმით, 16 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. ეზუგბაიას თქმით, სასულიერო პირის ტესტის პასუხი უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 296-მდე გაიზარდა. 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.





