კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 6 ახალი პაციენტიდან 5 ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა, ერთის წყარო უცნობია

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკას ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტი დაემატა, მათგან 5 ე.წ.ქობულეთის კლასტერიდანაა, ხოლო ერთის წყარო უცნობია.

"გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 6 ახალი პაციენტი დაგვემატა, ე.წ.ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი, რომელთაგან 4 მოზარდია, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. კიდევ ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერიდან, წყარო უცნობია"- თქვა ეზუგბაიამ

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 228 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 296-მდე გაიზარდა. 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები