კორონავირუსი და ეკლესია

კობახიძე: ეს ყველაფერი პატრიარქის შურისძიებაა ხელისუფლებისადმი ციანიდის საქმის გამო

აპოკალიფსური ისტერიის გარდა, ჩემი აზრით, ეს არის პატრიარქის პირადი შურისძიება ამ ხელისუფლების მიმართ ციანიდის საქმის გამო, რომელმაც ასევე "გააშავა" მისი საყვარელი ძმიშვილი დიმიტრი შიოლაშვილი. ეს პირადი ბოღმაა. ძალიან ბოღმიანი ადამიანია, ვერ იტანს ამ ხელისუფლებას და მიდის ვა-ბანკზე, რომ მაქსიმალურად ბოდიში და, "დააჩმოროს" ეს ხელისუფლება... 

პატრიარქი ამას აკეთებს, წამსვლელია ამაზე, რომ დაიხოცოს ყველა გარშემო. შეიძლება, ჰგონია, რომ თვითონ არ შეეხება და, აი, ამ ციანიდის საქმის გამო ახლა გადაუხადოს [სამაგიერო]. ამას აკეთებს. ასეთი ხალხის ხელშია დღეს ჩვენი ეკლესია.

ამის შესახებ თეოლოგმა, ბასილ კობახიძემ, ტაბულას ეთერში, გადაცემა "საუბარი რელიგიაზე" ისაუბრა. გადაცემა პანდემიის პირობებში ეკლესიიდან მომავალ საფრთხეს ეხებოდა.

კომენტარები