2020 წელს გარდაცვლილები

ინგლისელი კომიკოსი ტიმ ბრუკ-ტეილორი კორონავირუსით გარდაიცვალა

Birmingham Live

79 წლის ასაკში ინგლისელი კომიკოსი და მსახიობი ტიმ ბრუკ-ტეილორი კორონავირუსით გარდაიცვალა.

კომიკოსმა სახელი სიტკომით The Goodies გაითქვა. BBC-ის სატელევიზიო შოუ 70-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. კომიკოსი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა, გარდა ამისა, პროექტის თანაავტორი და სცენარისტი იყო. მონაწილეობდა ფილმებსა და სერიალებში, ასევე, აქტიურად იყო ჩართული რადიოსპექტაკლების გახმოვანებაში.

ბრუკ-ტეილორის გარდაცვალებას კომედიის ჟანრში მოღვაწე არაერთი ბრიტანელი გამოეხმაურა. რეჟისორმა ედგარ რაითმა მას ბავშვობის გმირი და ინსპირაციის წყარო უწოდა. 

13 აპრილის მონაცემებით, გაერთანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 88,621 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 11,329 და გარდაიცვალა 1,918 ადამიანი.

კომენტარები