ეკლესია და კორონავირუსი

ქართველ არქიმანდრიტს მადრიდში კორონავირუსი დაუდასტურდა

ქართველ სასულიერო პირს მადრიდში კორონავირუსი დაუდასტურდა. მადრიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმადრიტმა პიროს გოცირიძემ, ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში თავად ისაუბრა. არქიმანდრიტის დაინფიცირების წყარო უცნობია.

"10 დღის წინ დამეწყო სიცხე. სახსრების ტკივილი მქონდა, სისუსტეს ვგრძნობდი და თავი მტკიოდა ძალიან. 6 დღის წინ დამეწყო ტკივილი გულის მხარეს, როდესაც ვსუნთქავდი. ვგრძნობდი, რომ გული მაწუხებდა. მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს, ოღონდ იოლ ფორმებში", - ამბობს არქიმანდრიტი.

მისივე ინფორმციით, მადრიდში ეკლესიები ერთი თვის წინ დაიხურა და მსახურებები ონლაინ ტარდება.

"თვითონ ეკლესიამაც გააკეთა განცხადება და ჩვენც მოგვწერეს ოფიციალურად, რომ აღარ გვქონდა უფლება ჩაგვეტარებინა მსახურებები და მაგ პერიოდიდან უკვე აღარ ტარდებოდა. გადავედით ონლაინ ლოცვებზე," - ამბობს გოცირიძე.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, საქართველოში ეკლესიებში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

 

კომენტარები