ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს. ჯონსონის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრემიერი სამსახურს რამდენიმე დღეში, მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც სარებილიტაციო პერიოდს გაივლის. 

ბორის ჯონსონს ახალი კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. დიაგნოზის შესახებ ბორის ჯონსონსმა სპეციალურ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსუბუქი სიმპტომები აქვს და მთავრობის მართვას თვითიზოლაციიდან გააგრძელებდა.

მოგვიანებით, 9 აპრილს ბორის ჯონსონს ვირუსის მიმდინარეობა დაუმძიმდა და იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

 

კომენტარები