ეკლესია და კორონავირუსი

ბასილ კობახიძე: მართლა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში ვცხოვრობთ

თქვენ, ვინც ამას კითხულობთ, ხომ ხართ ნორმალური ხალხი, ხომ ხედავთ მარტო დღეს რამდენი ხალხი შეიკრიბა ეკლესიებში, ხომ იცით რომ ეპიდაფეთქება იქნება. მართლა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში ვცხოვრობთ. ხომ იცით რომ მარტო ადგომაზე არ დაინფიცირდება ხალხი, არამედ დღესაც, ხვალაც, რადგან საპატრიარქო ოფიციალურად იწვევს ხალხს რომ მრავალჯერ შეიკრიბონ და არავინ იღებს ხმას:

"არქიდიაკონის ინფორმაციითვე, სამებაში ვნების კვირეულის ღვთისმსახურებები და სააღდგომო ლიტურგიაც ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, იქნება ლიტანიობა."
"სამშაბათს საღამოს 4 საათზე შვიდგზის ზეთისცხება იქნება, შაბათს დილით 7 საათზე შესრულდება წესის აგება, იქნება ჟამების კითხვა, ხოლო 9 საათზე შესრულდება წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია. შაბათს საღამოს 22 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ხოლო 12 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მოებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო, სააღდგომო საღმრთო ლიტურგია".

თეოლოგი ბასილ კობახიძე ეხმიანება საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და პატრიარქი სამებაში კომენტანდის საათის დარღვევით წირავს.

კომენტარები