კორონავირუსი და ეკლესია

მიტროპოლიტი ნიკოლოზი სააღდგომო ლიტურგიაზე: იმედია, ხალხი დაესწრება, აბა რისთვის ტარდება?!

რუსთავი2

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) იმედოვნებს, რომ სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიაში მრევლი დაესწრება. მისი თქმით, ტაძრებში წირვა აუცილებლად ჩატარდება. 

"ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი რამე მოხდეს, რომ არ ჩატარდეს. რაც შეეხება დასწრებას, ვერაფერს ვერ გეტყვით, იმედია დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?!"- ამბობს მიტროპოლიტი. 

კორონავირუსის​ გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად სამებაში სააღდგომო ლიტურგია, კანონდარღვევით, ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. არქიდიაკონ დემეტრეს ინფორმაციით, აღდგომის წინა ღამეს, 23:00 საათზე, პატრიარქი ილია მეორე სამების ტაძარში მივა, შემდეგ კი ლიტანიობა დაიწყება.  

ქვეყანაში გამოცხადებულია ე.წ კომენდანტის საათი და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია. რეჟიმის დარღვევისთვის უკვე ასეულობით ადამიანია დაჯარიმებული, თუმცა, სახელწმიფო კანონს სასულიერი პირების და მრევლის შემთხვევაში არ აღასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად. 

კომენტარები