კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: COVID 19-ით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ ზომიერია და კონტროლირებადი

სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ეს გაზრდილი სტატისტიკა იმედისმომცემია იმ თვალსაზრისით, რომ მართალია, გრძელდება დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ ეს ზომიერი და კონტროლირებადია... დღეს დილისთვის გვაქვს 252 შემთხვევა. ამ 252 შემთხვევიდან უკვე 60 გამოჯანმრთელებულია საერთო მაჩვენებლით. მათ შორის 42 არის ჩვენი პაციენტი, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ. 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალო ცენტრებში.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

კომენტარები