კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 3 კრიტიკული პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა, ორის კვლავ მძიმეა

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, კლინიკაში მყოფი 3 კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა. მეორე პაციენტთან კი შეინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება. 

"სამი კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და კრიტიკულად აღარ ითვლება. მძიმე პნევმონიებიდან გვრჩება მხოლოდ ორი კრიტიკული პაციენტი. თუმცა, ერთერთ მათგანთან უკვე სტაბილიზაცია შეინიშნება. ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პროგნოზის გათვალისწინება ჯერჯერობით შეუძლებელია"- თქვა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ გუშინ, 11 აპრილს, 16 პაციენტს გაუკეთეს ტესტირება და კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 10-ით გაიზარდა. სულ ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 252 შემთხვევაა დადასტურებული. 

60 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

კომენტარები