ბზობა

სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქიც ესწრება

სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქი ილია მეორეც ესწრება. მართლმადიდებელი მრევლი ბზობას აღნიშნავს. 

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად. 

კომენტარები