ბზობა

მიტროპოლიტი გერასიმე: ვინც მოიტანს ბზას ეკლესიაში, ვაკურთხებთ, ჩვენ არ გავყიდით

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე ამბობს, რომ ბზობას ეკლესიაში ბზას არ გაყიდიან და თუ ადამიანები თავად მიიტანენ ეკლესიაში მცენარეს, მათ უკურთხებენ. 

"ვისაც ექნება, მაგალითად, ძალიან ბევრ ადამიანს სახლში აქვს ბზა, ვინც მოიტანს ბზას, ვაკურთხებთ. ჩვენ გაყიდვით არ გავყიდით", - ამბობს მიტროპოლიტი გერასიმე. 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და აკრძალულია ყველა სახის ვაჭრობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. 

აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება, თუმცა ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიაში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად. 

კომენტარები