ბზობა

აგულაშვილი: სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე

თბილისის მერია

ბზობის დღესასწაულის მოახლეობასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და ქორეპისკოპოსმა თეოდორემ საზოგადოებას მიმართეს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან.

აგულაშვილის თქმით, სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაიწყება გამოძიება.

გიგლა აგულაშვილის თქმით, ბზა შეიძლება, მოიპოვონ მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.

ბზობის დღესასწაული 9 აპრილსაა.

კომენტარები