აღდგომის დღესასწაული

გახარია: მინდა მივულოცო ყველას ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს, განსაცდელს აუცილებლად დავძლევთ

მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს - ქართველ კათოლიკეებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს.

გისურვებთ ჯანრთელობას და მხნეობას.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ საყოველთაო განსაცდელს აუცილებლად დავძლევთ ერთიანი ძალისხმევით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. ქრისტიანთა უმრავლესობა დღეს, 12 აპრილს, აღდგომას ზეიმობს. დღესასწაულს ზეიმობს ქართველი ქრისტიანების ნაწილიც.

კომენტარები