მიკ ჯაგერი

“რეპეტიცია იზოლაციის დროს” - მიკ ჯაგერმა ახალი ფოტო გამოაქვეყნა

Mick Jagger

მიკ ჯაგერმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე იზოლაციიდან ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ Rolling Stones-ის სოლისტს სახლში რეპეტიცია აქვს.

"რეპეტიცია იზოლაციაში! სასიამოვნო კვირასა და აღდგომას გისურვებთ", - წერს ჯაგერი.

Rolling Stones-მა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნე გადადო. "No Filter"-ის ზაფხულის ტურნე 8 მაისს, სან დიეგოში უნდა დაწყებულიყო და 9 ივლისს, ატლანტაში უნდა დასრულებულიყო.

11 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1,732,306 შემთხვევა არის დადასტურებული. აქედან, გამოჯანმრთელბულთა რაოდენობამ 392,718 შეადგინა, ხოლო გარდაიცვალა - 106,347.

კომენტარები