75 წლის მიკ ჯაგერს მიმდინარე კვირაში ნიუ-იორკში გულის ოპერაციას გაუკეთებენ - მას ექიმები გულის ხელოვნურ სარქველს ჩაუდგამენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ მიკ ჯაგერი სრულად გამოჯანმრთელდება და ის ზაფხულში შეძლებს სცენაზე დაბრუნებას.
შაბათს, Rolling Stones-მა ამერიკასა და კანადაში დაგეგმილი ტურნე მიკ ჯაგერის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადო.
კვირას, პაპარაცებმა ჯგუფის წევრები მაიამიში შენიშნეს.