მიკ ჯაგერი

მიკ ჯაგერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მას მიმდინარე კვირაში გამოწერენ

Variety.com

მიკ ჯაგერის გულის სარქვლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მას საავადმყოფოდან მიმდინარე კვირაში გამოწერენ.

75 წლის მომღერლისთვის ექიმებს ხელოვნური გულის სარქველი უნდა ჩაედგათ.

გასულ შაბათს, ჯგუფმა Rolling Stones-მა გამოაცხადა, რომ ამერიკისა და კანადის ტურნეს კონცერტები გადაიდო, რადგან მიკ ჯაგერს მკურნალობა სჭირდებოდა.

მაშინ, ჯგუფის წევრებს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად ჯანმრთელობის რა პრობლემები ჰქონდა მომღერალს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ მას გულის პრობლემები დაუდგინეს.

სავარაუდოდ, მიკ ჯაგერი სცენაზე ზაფხულისთვის დაბრუნდება.

კომენტარები