გაზმომარაგება

თბილისის ნაწილს, დღეს რამდენიმე საათით გაზმომარაგება შეუწყდება

pennystockresearch

ყაზტრანსგაზ-თბილისის აბონენტების ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება. კომპანია მიზეზად ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირი №4-ში მდებარე ინდუსტრიული კოლეჯის საერთო საცხოვრებელს, იასამნის ქუჩა №6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ასევე, მეღვინეობის ინსტიტუტის მიმდებარედ და ბროწეულის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას. გარდა ამისა, გაზმომარაგება შეუწყდება მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მებაღეობა-მევენახეობის და მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტს, სურსათის და ღვინის ეროვნულ სააგენტოს, პროფესიული სწავლების ცენტრს, პროფესიულ კოლეჯს „იკაროსი“ და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. 

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, სოფელი დიდი ლილოს №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, მე-5 ქუჩის 1-ლი და 2 ჩიხების, მე-11 ქუჩის 1-ლი ჩიხის, მე-6, მე-7, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 და მე-16 ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

ასევე, დღეს რამდენიმე საათით გაზი არ ექნება სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს, სსიპ ქალაქ თბილისის №217 საჯარო სკოლას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, ააიპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს“, სს „ბანკი ქართუს“, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებლობას იხსნის" - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები