ჩეხეთის პოლიცია ნუდისტებს სამედიცინო ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს

რამდენიმე დღის წინ ჩეხეთმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი ზომების შემსუბუქება დაიწყო, თუმცა ამკრძალავი ნორმების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ მოქმედებს. 

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ნიღბის ტარება ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ბრძანებების სიაში არ შედის, ეს თითოეული მოქალაქისთვის რეკომენდირებულია. 

გამონაკლისი ვრცელდება ნუდისტებზეც, რომლებიც განცალკევებულ თავშეყრის ადგილებში დროს, როგორც წესი, ტანსაცმლის გარეშე ატარებენ. პოლიციელები იძულებულები გახდნენ, ისინი მკაცრად გაეფრთხილებინათ სამედიცინო ნიღბის ტარების აუცილებლობის შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სრულიად შიშვლები არიან. 

შემთხვევა 27 მარტს, პრაღის აღმოსავლეთით, ლასლე ბოგდანეკის დასახლებაში მოხდა, როდესაც სამედიცინო ნიღბების გარეშე შეკრებილი ნუდისტების შესახებ პოლიციას ადგილობრივებმა აცნობეს. "სამწუხაროდ, გარუჯვის მსურველი მოქალაქეები დიდი შემადგენლობით შეიკრიბნენ და მათ არ ეკეთათ სამედიცინო ნიღბები. მოქალაქეებს აქვთ უფლება განცალკევებულ ადგილებში ტანსაცმლის გარეშე იმყოფოდნენ, თუმცა მათ სამედიცინო ნიღბები ამ შემთხვევაშიც უნდა ეკეთოთ", — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. 

პოლიციაში ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია მოქალაქეების სურვილი, გარეთ გავიდნენ და სამეგობროში შეკრებონ, თუმცა იმისთვის, რომ დაწესებული შეზღუდვები რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნას, აუცილებელია ისინი ყველამ დაიცვას. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ჩეხეთში ახალი კორონავირუსის 5,732 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 119 პაციენტი.

კომენტარები