ახალი კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 62 წლის მარნეულელი ქალი გამოჯანმრთელდა და კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს

ფორმულა

62 წლის მარნეულელი ქალი გამოჯანმრთელდა და კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს

ინფორმაცია მედიას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მიაწოდა.

"ქალბატოის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია. გამოჯანმრთელებულია, ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას", - თქვა მან.

ქალი, რომლის ინფიცირების შემდეგაც მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, კლინიკაში 22 მარტს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იყო.

10 აპრილის 12:00 საათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი საქართველოში სულ 230 ადამიანის დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 54.

კომენტარები