ბორჯომი

ბორჯომში მე-12 სართულიდან ძაღლი გადმოაგდეს, დაკავებულია 1 პირი

Reuters

ბორჯომში კორპუსის მე-12 სართულიდან ძაღლი გადმოაგდეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია მამაკაცი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებასა და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც გამოიწვია მისი დასახიჩრება.

დანაშაული ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით 120-დან 240 საათამდე, ან შინაპატიმრობით 6 თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად ძაღლი არ მომკვდარა, ის თბილისში ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაშია გადმოყვანილი და ოპერაცია უტარდება.

კომენტარები