9 აპრილის ტრაგედია

გახარია 9 აპრილზე: ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც

მესმის, რომ დღეს ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის COVID 19-თან ბრძოლაზე, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორიაც. 31 წლის წინ, 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც. ეს იმედი განხორციელდა უკვე ახალ 9 აპრილს - 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ჩვენ ჩვენი გმირების ხსოვნას ყოველვის პატივი უნდა მივაგოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო.

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. ამ დღეს რუსული ჯარის ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. დაიღუპა 21 ადამიანი.

კომენტარები