კანის საერთაშორისო კინოფესტივალი

კანის ხელმძღვანელობა კინოფესტივალის ონლაინ ჩატარების წინააღმდეგია

Forbes

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, კანის საერთაშორისო კინოფესტივალიც გადაიდო. ორგანიზატორები ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს იკავებენ. ცერემონია, სავარაუდოდ, ივნისში ან ივლისში გაიმართება.

ერთერთ უკანასკნელ ინტერვიუში დირექტორი ტიერი ფრემო ფესტივალის ონლაინ რეჟიმში ჩატარების იდეას ასე გამოეხმაურა:

"უეს ანდერსონის და პოლ ვერჰუვენის ფილმების კომპიუტერში ნახვა წარმოგიდგენიათ? პირველად ვნახოთ Top Gun 2 და პიქსარის Soul კინოთეატრის გარეთ? ეს ფილმები იმისთვის გადადეს, რომ მაყურებელმა დიდ ეკრანზე იხილოს. რატომ უნდა გვინდოდეს ამ შესანიშნავი სურათების ელექტრონულ მოწყობილობებზე ნახვა? რეჟისორები პროდუქციას კინოთეატრებისთვის ქმნიან და არა მობილური ტელეფონებისთვის."

ფრემოს მიერ ნახსენები ფილმები, მაღალი ალბათობით, კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია მოხვედრილი.

ახლო წარსულში, ონლაინ ფესტივალის ჩატარებაზე უარი თქვეს ვენეციის კინოფესტივალის ორგანიზატორებმაც.

კომენტარები