ევროკავშირი-საქართველო

COVID-19-თან ბრძოლისთვის ევროკავშირი საქართველოს €183 მილიონს გამოუყოფს

Emerging Europe

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ბრიუსელი საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს ახალ კორონავირუსტან საბრძოლველად.

დახმარება დაუყონებლივი და მოკლევადიანი საჭიროებებისთვის იქნება გამოყოფილი.

დახმარების მაგალითად ევროკავშირს მოჰყავს ქართული საწარმოსთვის გამოყოფილი მიკრო-გრანტი, რომლის ფარგლებშიც ერთ კვირაში საწარმომ დამატებით 12 სამკერვალო მანქანა შეიძინა და 40 000 სამედიცინო კოსტუმი შეკერა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ევორკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად სომხეთს 92 მილიონ ევროს გამოუყოფს, აზერბაიჯანს კი 14 მილიონ ევროს.

კომენტარები