კორონავირუსი და ეკლესია

მეუფე ნიკოლოზი: ჩვენი არა, სხვების დაინფიცირების გვეშინია, განსაკუთრებით, ჩვენი პატრიარქის

სინოდი კანონმდებელი ორგანოა და სინოდი იკრიბება დრო და დრო. ეკლესია უმოქმედოდ არაა და ფაქტობრივად სინოდის ძალა აქვს პატრიარქს მღვდელმთავრებთან შეთანხმებით... და პირადადაც ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უწმინდესი წირვაზე არ იყო, რამდენიმე მღვდელმთავარი დღეს ვიყავით პატრიარქთან, მე პირადად. რა თქმა უნდა, ყოველი წესების დაცვით, ხელების დაბანით, დეზინფექციით, დისტანციის დაცვით. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს პატრიარქს. ჩვენ იმის არ გვეშინია, რომ ჩვენ დავინფიცირდებით, ჩვენ გვეშინია, რომ სხვა არ დავაინფიციროთ, განსაკუთრებით ჩვენი პატრიარქი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები