ბორის ჯონსონი

პრესსპიკერი: ბორის ჯონსონი სტაბილურად და მხნედაა

ბორის ჯონსონის პრესსპიკერის განცადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის მდგომარეობა სტაბილურია და ის თავს მხნედ გრძნობს.

ინტენსიური მზრუნველობის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, ჯონსონს მართვითი სუნთქვის აპარატი არ დასჭირვებია.

"გუშინდელი ღამის მანძილზე პრემიერმინისტრის მდგომარეობა სტაბილური იყო და ის მხნედ რჩება. ის იღებს ჟანგბადის სტანდარტულ მკურნალობას და დამატებითი დახმარების გარეშე სუთნქავს. მას არ დასჭირვებია მექანიკური სუნთქვის აპარატი ან უკონტაქტო რესპირატორული დახმარება", - განაცხადა ჯონსონის სპიკერმა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გუშინ, 6 აპრილს გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა. როგორც მისი წარმომადგენლობა აცხადებს, ეს ზომები პრევენციულია და ჯონსონს მართვისი სუნთქვის აპარატი ჯერ არ დასჭირვებია.

ბორის ჯონსონმა 27 მარტს გავრცელებულ მიმართვაში თქვა, რომ კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მომდევნო ათი დღის განმავლობაში ის თვითიზოლაციიდან უძღვებოდა მთავრობის საქმიანობას, თუმცა მაღალი ტემპერატურისა და სხვა შენარჩუნებული სიმპტომების გამო 5 აპრილის საღამოს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები