ჰოლივუდი

ვინ იგინება ფილმებში ყველაზე ხშირად?

Be Funky

საიტმა BuzzBingo 3500 კინოსცენარი განიხილა და ჰოლივუდის ყველაზე "უზრდელი" ვარსკვლავები გამოავლინა. ყველასთვის მოულოდნელად სემუელ ლ. ჯექსონმა მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, ეკრანზე მას 301-ჯერ აქვს უცენზურო სიტყვები წარმოთქმული, 361 ბილწი სიტყვით მეორე ადგილს ლეონარდო დიკაპრიო იკავებს, პირველ ადგილზე კი ჯონა ჰილია, მისი რეზულტატია - 376 გინება.

საიტმა ასევე გამოთვალა, რომ ჯონა ჰილის საეკრანო ლექსიკონში 1000 სიტყვიდან 23 უცენზუროა. მეორე ადგილზე 12 სიტყვით კომიკოსი ადამ სენდლერია, მესამე ადგილზე 11 სიტყვით ლეონარდო დიკაპრიო.

რაც შეეხება ფილმებს, პირველ ადგილზე Wolf Of Wall Street არის, მარტინ სკორსეზეს სურათში 715 უწმაწური სიტყვა გამოყენებული, მეორე ადგილს 646 გინებით Uncut Gems იკავებს, ხოლო მესამეზე 606 უცენზურო ფრაზით სკორსეზეს კიდევ ერთი დრამა - კაზინოა. 

კომენტარები