ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკაში Covid 19-ით ინფიცირებული 13 პაციენტიდან 6 არასრულწლოვანია

ტვ პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვამყურეო საბჭოს წევრის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 - 18 წლამდე ასაკისაა.

სოლოღაშვილის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

ითვლება, რომ ახალი კორონავირუსის რისკ ჯგუფში ხანდაზმული ადამიანები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები არიან, არასრულწლოვნები კი ნაკლებად ინფიცირდებიან, თუმცა, საქართველოში ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა დიდია.

ბოჭორიშვილის კლინიკაში Covid 19-ით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტი გუშინ მოათავსეს. ისინი ე.წ ეროვნული ბანკის კლასტერიდან არიან.

7 მარტის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კოროანვირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370;

მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვმა 1 300 000-ს გადააჭარბა, დაიღუპა 60 000-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები