ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 195 პაციენტიდან 39 ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
"მათგან 1 კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად ისევ სერიოზულია. მართვით სუნთქვაზე ჯერ არ გადასულა, ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება", - თქვა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დანარჩენი პასიენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ, სტაბილურია და მათ ძალიან მძიმე პნევმონია აღარ აქვთ. კლინიკაში კორონავირუსისგან 29 ადამიანი გამოკანმრთელდა.
ეზუგბაიას თქმით, ინფეციურ საავადმყოფოში პაციენტებიდან 2 არასრულწლოვანია.
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 39 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი.
30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი.
21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.





