ახალი კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე მედპერსონალის ინფიცირებაზე: სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების თავიდან აცილება შეუძლებელია.

მისი თქმით, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

"ჩვენ ვიცით სამწუხარო რეალობა, რომ მოხდა ძალიან ბევრ ქვეყანაში და გასაგებიც არის, მედპერსონალი არის დიდი რისკის ქვეშ, ჩვენთანაც, მედპერსონალის დაავადების შემთხვევები გვაქვს, მათ შორის არის დამხმარე სამედიცინო ეპრსონალი, არის ექიმიც, საშუალო მედ-პერსონალი, ექთანიც. ეს კიდევ მოხდება, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვა. პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებაში ოდნავი დარღვევაც კი შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო. სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია", - თქვა იმნაძემ.

დღეს, 6 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ახალი კორონავირუსი თბილისის ზღვის ჰოსპიტლის 2 თანამშრომელს დაუდასტურდა. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.

კომენტარები