ჯიმი კიმელის საღამოს შოუს ეთერში, მსახიობი ჯენიფერ ენისტონი იუტას შტატში მცხოვრებ კორონავირუსით ინფიცირებულ ექთანს, კიმბოლ ფეირბენქსს დაუკავშირდა.
მსახიობმა ფეირბენქსს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა უსურვა და კომპანია Postmates-ის 10 000 დოლარის ღირებულების სერთიფიკატი გადასცა. კიმელის განცხადებით სერთიფიკატები ყველა ექთანს გადაეცემა, რომელიც ფეირბენქსის სართულზე მუშაობს.
[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=216&v=FTDkFFwPT-Q&feature=emb_logo]
6 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 337,646 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელდა 17,582, ხოლო გარდაიცვალა 9,648 ადამიანი.