ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 5 ახალი ინფიცირებული პირი ინფექციურში მოთავსებული პაციენტების კონტაქტია

რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 14 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ისინი უკვე არსებული პაციენტების კონტაქტები არიან.

ეზუგბაიამ ასევე თქვა, რომ საავადმყოფოშ მოთავსებული 39 პაციენტიდან უმეტესობას პნევმონია აქვს. 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მისი მდგომარეობის სტაბილიზება ვერ ხერხდება.

"გუშინ შემოსული პაციენტებიდან 2-საც აქვს მძიმე პნევმონია. სხვა 22 პაციენტს აქვს საშუალო სიმძიმის პნევმონია. ვიმედოვნებთ, რომ მათი მდგომარეობა არ დამძიმდება", - თქვა ეზუგბაიამ.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 14-ით გაიზარდა და 188 შეადგინა. ინფორმაცია 10:10 საათზე განახლდა.

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი, გარდაცვლილია - 2;

კარანტინის რეჟიმშია - 5056 ადამიანი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386;

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა.

კომენტარები