კორონავირუსი საქართველოში

საჩხერის მერის ცოლს, რომელიც ინფექციონისტია, COVID 19 დაუდასტურდა

partner.sciencenorway.no

საჩხერის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის ცოლს, რომელიც საავადმყოფოში ინფექციონისტად მუშაობს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მერი მთავარ არხთან საუბარში ადასტურებს.

როგორც ფალავანდიშვილი მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, მის ცოლს, სავარუადოდ, კორონავირუსი კლინიკის პაციენტისგან გადაედო.

ფალავანდიშვილის თქმით, პაციენტების მონახულებისას მისი ცოლი შესაბამისად იყო აღჭურვილი, თუმცა "როგორც ჩანს, ყველაფერი ხდება".

"ველოდებით განმეორებითი ტესტის პასუხს, როგორც გვეუბნებიან, შესაძლებელია, უარყოფითი შედეგიც იყოს. მსუბუქ ფორმებში აქვს", - ამბობს საჩხერის მერი.

ბენიამინ ფალავანდიშვილის თქმით, თავად ამ ეტაპზე თვითიზოლაციაშია და მასაც ჩაუტარდება ვირუსულ ინფექციაზე გამოკვლევა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 170-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანრთელდა 36 ადამიანი, გარდაიცვალა 2. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 067 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.

კომენტარები