კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ჩვენთან გამოჯანმრთელებულ პირებს, ალბათ, დღის გამნავლობაში რამდენიმე შეემატება

Interpressnews

"ინფექციურ კლინიკაში გამოჯანმრთელებულ პაიცენტებს, ალბათ, დღის გამნავლობაში შეემატება კიდევ რამდენიმე პაციენტი, დღეს ჩატარდება ტესტირება და შედეგების მიხედვით საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას", - ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცნო დირექტორის, მარინა ეზუგბაია.

გამოჯანმრთელებული 36 პაციენტიდან, 25 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკაში ამ დროისთვის 51 პაციენტია, აქედან 36 დადასტურებული აქვს COVID 19, - "დანარჩენები გამოსაკვლევია".

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცნო დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი 1 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად რჩება.

გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 12 პირს დაუდასტურდა, სულ კი ინფიცირებულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 170 პირიდან, 36 გამოჯანმრთელდა. 4 აპრილს, კორონავირუსით 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები