კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია ახალი პაციენტის ინფიცირების წყაროზე: როგორც ცნობილია, ეროვნულ ბანკს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცნო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში გუშინ ერთი პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით მოათავსეს. ეზუგბაიას განმარტებით, "როგორც მისთვისაა ცნობილი" ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცნო დირექტორის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 12 პირს დაუდასტურდა, სულ კი ინფიცირებულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა.

ეზუგბაიას ინფოცრმაციით, გამოჯანმრთელებული 36 პაციენტიდან 25 ინფექციურ კლინიკაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი ტესტირების პასუხი და მოსალოდნელია, რომ რამდენიმე პაციენტი შეემატოს გამონანმრთელებულთა სიას.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცნო დირექტორის განმარტებით, კლინიკაში ამ დროისთვის 51 პაციენტია, აქედან 36 დადასტურებული აქვს COVID 19, - "დანარჩენები გამოსაკვლევია".

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი რჩება კრიტიკულ მდგომარეობაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 170 პირიდან, 36 გამოჯანმრთელდა. 4 აპრილს, კორონავირუსით 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები