კორონავირუსი

Covid-19-ის ფონზე რუსეთის პატრიარქმა მოსკოვის ქუჩებში ხატი ავტომობილით შემოატარა

REUTERS

ახალი კორონავირუსის გავრცლეების ფონზე, 3 აპრილს რუსეთის პატრიარქმა კირილემ ღვთისმშობლის ხატი მოსკოვის ქუჩებში ავტომობილით შემოატარა.

პატრიარქმა კირილმა ხატით ავტომობილით 109 კილომეტრი გაიარა და ის მოსკოვის ტაძარში მიაბრძანა.

რუსეთის პატრიარქის განცხადებით, ის ახალი კორონავირუსის გავრცელების დასასრულებლად ილოცებდა და რუსეთის მოსახლეობას მოუწოდა, რომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაეცვათ.

რუსეთში მოსკოვი ახალი კორონავირუსის ეპიცენტრია. მოსკოვი 30 მარტს ჩაკეტეს. ჩაკეტილია რუსეთის სხვა რამდენიმე რეგიონიც. 

რუსეთში რამდენიმე მართლმადიდებელემა მღვდელმა ვერტმფრენებით ან თვითმფრინავებით რუსეთის ზოგიერთ რეგიონს შემოუფრინეს და ხატებით დალოცეს.

შეგახსენებთ, რომ სანამ პატრიარქი კირილი მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა, მოსკოვის საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება ყოველი ზიარების შემდეგ კოვზი სპირტით გაეწმინდა. მოგვიანებით, ეკლესიამ მრევლს სალხში დარჩენისკენ მოუწოდა.

რუსეთში 4 აპრილის ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 4 731 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პირი, გამოჯანმრთელდა - 333.

კომენტარები