ბრიტანელმა მსახიობებმა, მუსიკოსებმა, სპორტსმენებმა და სხვა ცნობილმა ადამიანებმა ინგლისის ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან, მადლობა გადაუხადეს.
ვიდეოში ელტონ ჯონი, პოლ მაკკარტნი, დენიელ კრეიგი, მიკ ჯაგერი, ქეით უინსლეტი, ფიბი უოლერ-ბრიჯი, ფრენკ ლამპარდი, გორდონ რემსი, დევიდ ბეკჰემი და სხვა ცნობილი ადამიანები ჩანან.
3 აპრილის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 38,168 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელდა 135 და გარდაიცვალა 3,605 ადამიანი.