კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ერთის - უკიდურესად მძიმე

ფორმულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. რატიანის ინფორმაციით, 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს, უკიდურესად მძიმეა. 

"შემოყვანისთანავე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. კლინიკურად სახეზეა კოვიდ-ინფიცირების შემთხვევა, ორმხრივი მწვავე პნევმონია. ანამნეზში არის გულის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია. ჩაუტარდა წინასწარი კვლევები და მკურნალობას აგრძელებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - თქვა რატიანმა. 

რატიანის თქმით, ამ ეტაპზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 64 პაციენტია - მათგან 34 პაციენტს კორონავირუსი აქვს დადსტურებული. 

ექიმის ინფორმაციით, ორი ორსული ქალის ჯანმრთელობსი მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი აქვთ დადასტურებული, სტაბილურია. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 27 პირი.  

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები